ინტერვიუ Channel 4 News-თან

ახლა საქართველოს უნდა შევეხოთ, რომელსაც მრავალი საერთო აქვს უკრაინასთან: არცერთი არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ორივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა და ორივეს რუსეთის თავდასხმის ისტორია აქვს. 2008 წელს საქართველოში შეჭრით რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ევროპაში პირველი ომი 21-ე საუკუნეში. ომი რამდენიმე დღეში დასრულდა, თუმცა საქართველომ სხვა ქვეყნებზე უკეთ იცის რას ნიშნავს რუსეთის აგრესია. დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და დავიწყე შეკითხვით,  როგორია მისი ხედვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. 

უკრაინის მოსახლეობისა და უკრაინელი მეომრებისადმი დიდი წუხილითა და დიდი აღფრთოვანებით ვუყურებ ამ მოვლენებს. ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ვფიქრობ, მათ მოკლე ომის ყველა მოლოდინი დაამარცხეს, რომ რუსეთი ისეთი ძლიერი იყო, რომ მოერეოდა უკრაინის თავდაცვას. მათ დაამტკიცეს, რომ ვლადიმერ პუტინი ძალიან ცდებოდა.

ქართველი ხალხი სწორხაზოვნად უკრაინელი ხალხის მხარესაა?

ისინი სრულად უკრაინელი ხალხის მხარეს არიან და სხვაგვარად ვერ იქნებიან, რადგან იგივე ომი 2008 წელს გავიარეთ და ვიცით რა არის ეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ომი ბევრად მოკლე იყო, ის შესაძლებლობები და საქართველოს სამხედრო რესურსი ახლოსაც არაა უკრაინის რესურსთან, ამიტომაა საქართველოს მოსახლეობა ძალიან ერთიანი და თბილისის ქუჩებში გასვლისას პრაქტიკულად ყველგან უკრაინის დროშებს ნახავთ.

ფიქრობთ, რომ შემდეგი თქვენ იქნებით? და ფიქრობთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, რუსეთი საქართველოში შემოსვლას შეეცდება? რადგან უკრაინაში გამარჯვება, როგორც ვნახეთ არაა სწორხაზოვანი.

უკრაინაში გამარჯვება არაა პირდაპირი და ეს უკვე დამარცხებაა. რაც არ უნდა მოხდეს შემდგომ, რუსეთისთვის ეს უკვე მარცხია - რუსეთის ძალის დემონსტრირების მარცხია; მარცხია, რადგან მან გააერთიანა ევროპა; მარცხია, რადგან მან აჩვენა, რომ ევროპა და აშშ ამჯერად მზად არიან სანქციებისთვის, რისთვისაც აქამდე არასდროს ყოფილან მზად; ეს მარცხია, რადგან ახლა ყველას ესმის, რა არის რუსეთი თავისი არსით და რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი. ვინ იქნება შემდეგი, იქნება თუ არა ეს საქართველო ან სხვა, თუ სრულიად სხვა რუსეთს მივიღებთ, არ ვიცი. ეს ყველაფერი  ვარაუდებია, რომლის გაკეთებაც ამ ეტაპზე არ შემიძლია.

თქვენ ძალიან მკაფიოდ თქვით, მაგრამ ჩვენ მაინც გკითხავთ- საქართველო არ არის სწორხაზოვნად ერთიანი, მმართველი პარტია შესაძლოა, პრემიერ-მინისტრიც კი, თქვენგან განსხვავებულად ფიქრობს...

არ ვფიქრობ, რომ სხვანაირად გრძნობს. შესაძლოა, ის უფრო ფრთხილი იყო თავის ფორმულირებაში ვიდრე მე ვარ. ეს უფრო ხასიათში განსხვავებაა. არ ვფიქრობ, რომ რამე განსხვავებაა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, საზოგადოება სრულად ერთიანია. საქართველოში ჩვენ 20 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, დაახლოებით, ამდენივე რუსია, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და დიდი ალბათობით იმიტომ დატოვეს, რომ არ ეთანხმებიან მათივე ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს.

დასავლური სამყარო ხვალ ევროპაში იკრიბება. არის ისეთი რამ, რაც გსურთ, რომ მათ გააკეთონ საქართველოს უსაფრთხოების გარანტირებისათვის?

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა და ის უსაფრთხოების შეგრძნებას იძლევა. რა თქმა უნდა, ისინი იქ სამხედრო თვალსაზრისით არ იმყოფებიან, მაგრამ მონიტორინგს უწევენ და აკვირდებიან არსებულ ვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის, რაც ხვალ სასწორზე დადგება ეს სამშვიდობო მისიაა უკრაინაში, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ვფიქრობ, რუსებმა ეს იციან და ამიტომ კვლავ ახდენენ მუქარას.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება უკრაინაში მშვიდობის დამყარება?

ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი არის ის, ვინც უნდა გადაწყვიტოს რა იქნება მისთვის მისაღები კომპრომისი. მან და მისმა მოსახლეობამ ძალიან დიდი საფასური გადაიხადეს. ასე რომ, კომპრომისი არის ის, რაც გადახდილ საფასურს უნდა შეესაბამებოდეს.

ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი პუტინი კომპრომისს დაიცავს?

თუ იძულებული იქნება დაიცავს, თავისი ნებით არასდროს! თუ დასავლეთი ერთიანი დარჩება, თუ სანქციები ძალაში დარჩება, თუ იგრძნობს დასავლური მხარის ძალას და ვფიქრობ, ის ამას იგრძნობს, მაშინ შესაძლოა დაიცვას.

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო!

 

სხვა სიახლეები