ქალბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენთან ერთად.
რა შეგრძნება გაქვთ, როდესაც თვალყურს ადევნებთ ბრძოლებს უკრაინაში, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს, გაქცეული სამოქალაქო პირები, რუსული ჯარები კიევის მისადგომებთან.
მაქვს «დეჟა ვუს» შეგრძნება, რადგან ჩვენთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, რუსეთის მხრიდან თავდასხმა ახალი არ არის. ჩვენს ისტორიაში ეს მოვლენა უკვე რამდენჯერმე განმეორდა; გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის დამოუკიდებლობა წითელი არმიამ დაამხო, შემდეგ 1991 წელს სეპარატიზმი გამოყენებული იყო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, დაბოლოს, იყო ომი 2008 წელს, რომელიც წინ უსწრებდა დღევანდელ კონფლიქტს. ამიტომ მაქვს ,,დეჟა ვუს“ შეგრძნება.
ამავდროულად, აღტაცებული ვარ უკრაინელი ხალხის საოცარი წინააღმდეგობის უნარით, მსგავსი რამ არ გვინახავს; არ გვინახავს მსგავსი ორგანიზება ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ მას წინ ვერაფერი დაუდგებოდა და რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ახლა ვხედავთ რომ, 3 კვირის შემდეგ, ძალები პრაქტიკულად გათანაბრებულია, რუსეთის ძლევამოსილება არც ისეთი დიდია და უკრაინის რაოდენობრივი და აღჭურვითი სიმცირე კომპენსირებულია საკუთარი ქვეყნის დაცვის დიდი სიმტკიცით.
მაგრამ რა ფასად? ვხედავთ რამხელა ნგრევაა
ფასი უკრაინას არ აურჩევია. როდესაც იცავ საკუთარ ტერიტორიას, ქვეყანას ეს გადარჩენის და თავისუფლების გადარჩენის სურვილია; ეს ვიცით ჩვენ, და სწორედ ამას ვხედავთ ახლა. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს უკრაინელები არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ ჩვენთვისაც იბრძვიან, ისინი იბრძვიან ევროპისთვის და შესაძლოა, მსოფლიოსთვის, რადგან რუსეთთან ურთიერთობა და მსოფლიოს ურთიერთობა რუსეთთან სავარაუდოდ, ამ ბრძოლების შედეგებზეა დამოკიდებული.
დიახ. თქვენ თქვით რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება საქართველოში უკვე მომხდარის გამეორებაა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის (პუტინი) არ გაჩერდება უკრაინაზე. შესაძლოა, მან იგივე გაიმეოროს საქართველოშიც?
ვფიქრობ, ეს დიდადაა დამოკიდებული ამ ომის დასასრულზე. სამხედრო ექსპერებმა იციან, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება კონფლიქტი, ძლიერი სუსტდება და სუსტი კი, ძლიერდება; სწორედ ამას ვხედავთ ახლა. ვფიქრობ, ვერავინ იწინასწარმეტყველებს ამ კონფლიქტის დასასრულს, მაგრამ ამ კონფლიქტის დასასრულზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნების მომავალი, ქვეყნების, რომლებიც რუსეთის ირგვლის მდებარეობენ, და არა მხოლოდ მათი.
თქვენ ოფიციალურად განაცხადეთ თქვენი ევროპაში გაწევრიანების სურვილი. რატომ არის ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი? რაზეა წამსვლელი საქართველო მის მოსაპოვებლად? იცით, რა შეიძლება ამას მოყვეს? იცით, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინის რისხვა გამოიწვიოთ?
ევროპის სასარგებლოდ საქართველოს არჩევანი დღეს არ გაუკეთებია. (ეს სურვილი რუსეთამდეც იყო). ეს სურვილი საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს გამოთქვა, შემდეგ 1991 წელს. დღეს ეს ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში და მას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. ეს ეგზისტენციური არჩევანია, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს. ჩვენი ღირებულებებით და გეოგრაფიული მდებარეობით დაკავშირებული ვართ ევროპასთან, ეს ჩვენი მომავალია. ამას პუტინი ან ვინმე სხვა ჩვენს ნაცვლად ვერ გადაწყვეტს.
ფიქრობთ რომ დასავლეთმა საკმარისი გააკეთა? მან უკრაინასთან დაკავშირებით მოლოდინი გაამართლა? 2008 წელს, საქართველოში ვლადიმერ პუტინს ხელი არ შეუშალეს
ბევრჯერ ევროპა, დასავლეთი არ ყოფილა რეაქტიული, ზედმეტად იყო რუსული ნარატივი გათვალისწინებული, რომ თითქოს იყო პროვოკაციები მათ ირგვლივ, რომ ის მხოლოდ პასუხობდა პროვოკაციებს და (დასავლეთი) დამყოლი იყო რუსეთის მიმართ, მისი დამშვიდების იმედი ჰქონდა. ამ დამშვიდების პოლიტიკამ ვერ იმუშავა, მან რუსეთი მხოლოდ წააქეზა და ამის შედეგია დღეს უკრაინა. ვფიქრობ, დღეს უკრაინამ შეძლო ამ სასწაულის მოხდენა-აეხილა დასავლეთისთვის თვალი და ეჩვენებინა სად არის ნამდვილი პროვოკაცია და აგრესია. და ამგვარად გაეერთიანებინა ევროპელები, ევროპელები და ამერიკელები, ამერიკის კონტინენტი მის ირგვლივ. ვიცი, რომ კანადაში ბევრი უკრაინელია. ისინი დღეს თავიანთ სამშობლოზე ფიქრობენ. მსურს მათ ვუთხრა, რომ შეუძლიათ იამაყონ თავიანი სამშობლოთი.
როდემდე გაუძლებენ უკრაინელები ამ მანქანასთან დაპირისპირებას?
კონფლქტის დასაწყისში ვერავინ იტყოდა, რომ ისინი გაუძლებდნენ სამ კვირას. ექსპერტების გათვლები, მათ შორის ამერიკელების, იყო 3 დღე. სამი კვირის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებმა არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ რუსები იძულებული გახადეს იარაღი და ჯარის საკვები ეთხოვათ ჩინეთისათვის. შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს; დღეს ვერავინ გააკეთებს გათვლებს იმაზე, თუ რა მოხდება.
შეგვიძლია მხოლოდ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და უკრაინელებს, იმდენი ხანს, რამდენ ხანსაც ისინი ჩათვლიან რომ, დიპლომატიამ არ იმუშავა, ან იქნება შეთანხმება, ან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც მათთვის მისაღები იქნება.
თქვენ ფიქრობთ რომ ვლადიმერ პუტინი ბოლომდე წავა უკრაინაში?
არ ვიცი სადამდე წავა ვლადიმერ პუტინი. სავარაუდოდ, წავა იქამდე, სადამდეც შეძლებს და ეს დამოკიდებულია უკრაინელებზე, იმ მხარდაჭერაზე, რომლებსაც ისინი გარედან იღებენ. ეს ათანაბრებს ძალებს და ძალების თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რომ დიპლომატიას შეუძლია შემდეგ მისი (ძალის)ჩანაცვლება კომპრომისის მისაღებად. დღეს არ ვიცი რუსეთი მზად არის თუ არა კომპრომისზე.
გმადლობთ ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დაგვითმეთ თქვენი დრო, ძალიან საინტერესო იყო.
გმადლობთ.