ინტერვიუ CNN International-თან

ინტერვიუ CNN International-თან

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინისადმი მხარდაჭერას აჟღერებს. მან Twitter-ზე დაწერა: ჩვენ, ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას უთუ რას განიცდის კრაინელი ერი“. საქართველო რუსების შემოდინების წინაშე დგას, რომლებიც ქვეყანას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტოვებენ. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვიერთდება! მადლობა აქ ყოფნისთვის!

ომის დაწყებიდან ორნახევარი კვირა გავიდა. ხედავთ თუ არა რაიმე მტკიცებულებას, იმისას, რომ ეს მალე დასრულდება?

ვფიქრობ, ჩვენც იგივე პოზიციიდან ვუყურებთ სიტუაციას, როგორიდანაც თქვენ, ან ევროპელი პარტნიორები - არავის შეუძლია დანამდვილებით წინასწარ იმის თქმა თუ რა მოხდება. რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ჩვენ ყველა გაოცებულნი და აღტაცებულნი ვართ იმ წინააღმდეგობით, რომელსაც უკრაინელი ხალხი რუსეთის ამ ყოვლისმომცველ აგრესიას უპირისპირებს. ფაქტობრივად, ყველა ის შესაძლო გეგმა, რაც რუსეთის ლიდერს წინასწარ შეიძლება ჰქონოდა არ გამართლდა უკრაინელების წინააღმდეგობის, ევროპელი ერების ერთიანობის და ევროპისა და ამერიკის ერთობის გამო - ეს ყველაფერი და მათ შორის, არის კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორიც - წინასწარ რუსეთის მოსახლების რეაქციის არცოდნა, ნამდვილად ახალია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ომში ყველაფერი ისე მიდის, რომ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რთულია ვთქვათ როდის, ან როგორ დამთავრდება ის.

თქვენმა მთავრობამ ამ კონფლიქტის ფონზე ბეწვის ხიდზე გაიარა და გადაწყვიტა არ შეერთებოდა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. მეორე მხრივ, საქართველომ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით, დაგეგმილზე ორი წლით ადრე. როგორია თქვენი სტრატეგია ამ ეტაპზე?

ბოლომდე სიმართლე არ არის იმის თქმა, რომ სანქციებს არ შევუერთდით, რადგან რეალურად ჩვენ ბევრი საერთაშორისო სანქციის ნაწილი ვართ - ფინანსური თუ ბანკების წინააღმდეგ სანქციების. საქართველოს თავისი სანქციებიც აქვს: ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ არ გვაქვს კავშირი რუსეთთან და ჩვენ გვავს ორი ოკუპირებული ტერიტორია - ჩვენი ტერიტორიის 20%, რომლებიც ჩვენი მთავარი სანქციაა.

ამიტომ, ჩვენ სხვაგვარ სიტუაციაში ვართ ვიდრე ევროპული ქვეყნების უმეტესობა. ჩვენ არ გვაქვს ნატოს მე-5 მუხლის დაცვა, ჩვენ ნამდვილად ვართ ფრონტის ხაზზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერში სოლიდარულები ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, მაგალითად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც იღებენ რეზოლუციებს, ჩვენ ამ რეზოლუციების თანასპონსორები ვართ. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა.  ასევე, მნიშვნელოვანია ასოცირებულ ტრიოსთან - უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, განვაგრძოთ წინსვლა ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე. ვფიქრობ, ევროპაში ახალი სიტუაციაა. არამხოლოდ ეს ახალი ერთობა სანქციების ირგვლივ, არამედ ახალი ხედვა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც სადღაც შუაში არიან, აღარ არიან საბჭოთა კავშირში და არც არასდროს იქნებიან, მაგრამ ამავდროულად, ისინი ჯერ არ არიან ევროკავშირში და წინ გრძელი გზა აქვთ. ალბათ, არსებობს იმის განცდა, რომ ეს გზა ძალიან გრძელი და ბიუროკრატიულია. ამიტომ, არის გარკვეული ახალი იდეები, რომლებიც ჯერ გადაწყვეტილებებში არ არის ასახული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მოგვიწევს რეფორმების სრული გზის გავლა, თუმცა შეიძლება იყოს ახალი პოლიტიკური მიდგომა და ღიაობა ჩვენს მიმართ. 

დიახ, ეს ჯერ უნდა ვიხილოთ, ხომ ასეა?! მაგრამ ნამდვილად, როგორც ჩანს, ამ მომენტში, არსებობს ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, თქვენს ქვეყნას რუსეთთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, რომელმაც კულმინაციას 2008 წელს მაღწია. მსურს მოვუსმინოთ, ჟურნალისტ ნატალია ანთელავას, რომელიც საქართველოსა და უკრაინას  ფართოდ ფარავს. ეს ჩვენი მაყურებლებისთვისაა, მოვისმინოთ.

[ნატალია ანთელავა] მეტი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს იმაზე ფიქრში, თუ როგორ უნდა დაიცვას დასავლეთმა მისი ნატოს არაწევრი მოკავშირეები რეგიონში, ისეთი ქვეყნები როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო. ისინი უფრო მეტად უნდა გახდნენ უკრაინის ნარატივის ნაწილნი, რადგან ისინი დაბალ ღობედ მოიაზრებიან და თუ საქმე შეეხება პუტინის მიერ უკრაინაში რაიმე ფორმის სამხედრო გამარჯვების მიღწევას, კიევის, ან სხვა ქალაქების აღებას, მაშინ ძალზედ სავარაუდოა, რომ შემდეგი ნატოს არაწევრი ქვეყნები იქნებიან, ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნება სადაც ის შემდეგ წავა.

რამდენად გაღელვებთ ის, რომ ვლადიმერ პუტინის მზერა საქართველოსკენაა მიმართული?  და რა მხარდაჭერა გჭირდებათ ნატოსა და დასავლეთისგან?

პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ყველას გვაწუხებს ის თუ რა შეიძლება გააკეთოს პუტინმა შემდეგში. პუტინი ყველა ქვეყანასთან მიმართებით საკმაოდ ბევრ საფრთხეებზე საუბრობს - ფსიქოლოგიურ, სამხედრო და მათ შორის, ბირთვულ იარაღზე.

საქართველო, როგორც მოლდოვა, უფრო შეწუხებული უნდა იყოს, რადგან ჩვენ გამოცდილება და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. ამიტომ, დიახ, ჩვენ მეტი გვჭირდება.  სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებებს ევროკავშირის მიმართ და ვაგრძელებთ წინსვლას ნატოსაკენ მიმავალ გზაზე. ერთი რამ უდავოა - თუ 2008 წლის ომი მიმართული იყო  ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შესაჩერებლად, ამას წარმატებისთვის არ მიუღწევია. ვფიქრობ, ეს წარმატებას ვერ ჰპოვებს უკრაინაშიც. ჩვენ შეიძლება გვეშინოდეს, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ხვალინდელი რუსეთი უფრო სუსტი იქნება, იქნება ნაკლებად თავდაჯერებული, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება ძალის გამოყენებით შეუძლია და შეიძლება მან გაიგოს, რომ უფრო დიპლომატიური გზებით უნდა იმოქმედოს.

ბევრი რუსია, რომლებიც ნაწილობრივ დაეთანხმებიან თქვენს პოზიციას. ბევრი მათგანი, რომლებიც საქართველოში გამოიქცნენ, როგორც ერთ-ერთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მათ შესვლა შეუძლიათ. მე უბრალოდ მსურს, თქვენგან ციფრები მოვისმინო. ჩვენ ასევე, გვესმის ცნობები რუსების დისკრიმინაციისა და ანტირუსული სენტიმენტების შესახებ. როგორც ბევრი შიშობს, კრემლი მათ ბერკეტად გამოიყენებს. რუსებს მიესალმებიან იქ, სადაც თქვენ ხართ?

პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ რუსები რომლებიც აქ ჩამოდიან არ არიან პროპუტინი რუსები.  არიან ისინი, ვინც ცდილობს ქვეყნიდან გასვლას, დალოდებას და იმის ნახვას, თუ რა მოხდება. მეორე მხრივ, ეთნიკური დისკრიმინაციის იდეის წინააღმდეგ გამოვალ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არასდროს ყოფილა საქართველოს მიდგომა, მათ შორის, იმ ომების დროსაც კი, რომელიც გადავიტანეთ. ეს არის არგუმენტი, რომელიც ძირითადად გამოყენებულია რუსების მიერ, როცა მათ სურთ ქვეყანაში შესვლა და ამბობენ, რომ მათი საზოგადოება და მოქალაქეები არ არიან დაცულნი. ამიტომ, ეს ძალიან საშიში არგუმენტია, რომელსაც არ გამოვიყენებდი.

ნება მომეცით პატივისცემით გაგაჩეროთ. მიზეზი, რის გამოც მე ეს ვახსენე, ისაა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი ტიპის დისკრიმინაციის მრავალი ინფორმაცია არსებობს. კითხვა სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, რამდენად სასურველები არიან რუსები საქართველოში დღეს და გაქვთ თუ არა ამ ეტაპზე მიახლოებითი რიცხვი?

ვიტყოდი, რომ თუ არ ვცდები დაახლოებით, 20 000 ადამიანია, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან ჩამოვიდა. არ დავეთანხმებოდი ბევრ ცნობას, რადგან ვფიქრობ, ეს ფაქტობრივი უზუსტობებია და შეიძლება ბევრი ყალბი ინფორმაცია არსებობდეს.

საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერი ბევრი დემონსტრაციაა, მაგალითად, უკრაინის დროშები ბევრ რესტორანში, და მათ ვინც საქართველოში ჩამოდიან, მათ შორის რუსებმა,  პატივი უნდა სცენ უკრაინაში ომის მიმართ ქართველების დამოკიდებულებას. მაგრამ, ეს ავტომატურად ინციდენტებში არ გადადის და ჩვენ ძალიან ფრთხილები ვართ ამასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ხელისუფლება ძალიან პასუხისმგებლიანია და ყველაფერს გააკეთებს რაც საჭიროა, რომ ეს ასე არ მოხდეს.

ძალიან მოკლედ, საქართველო თვის ბოლოს ნატოს წვრთნებს უმასპინძლებს. არ გაწუხებთ ის, რომ ეს მოსკოვის მხრიდან შეიძლება იყოს დანახული, როგორც პროვოკაცია?

ვფიქრობ, თუ არის ერთი რამ, რაც უნდა შეიცვალოს ყველაფერ იმის მერე, რაც მოხდა, არის ეს შიში, რაც ყველას გვქონდა (დასავლეთს აქვს, ევროპელებს ჰქონდათ), ყველა გადადგმული ნაბიჯის განხილვა, როგორც მოსკოვის მხრიდან პროვოკაციად შესაძლო აღქმა. პროვოკაციები მოსკოვიდან მოდის. აგრესია მოსკოვიდან მოდის. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არასდროს გვქონია რაიმე ფორმის აგრესია რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, ეს ნარატივი უნდა შევწყვიტოთ. 

მადლობა ჩართვისთვის! სასიამოვნო იყო გადაცემაში თქვენი სტუმრობა!

 

სხვა სიახლეები