მსოფლიო უყურებდა პუტინს, როგორ გამოიყენა მან უკვე ზუსტად იგივე ,,თამაშის წიგნი". 2014 წელს პუტინმა რუსი ჯარისკაცები მოატყუა. ისინი რეალურად ყირიმში იმყოფებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ ის უარყოფდა მათ იქ ყოფნას, შემდეგ კი ნახევარკუნძული დაიპყრო სულ რამდენიმე კვირაში. მაგრამ, ეს იყო 6 წლის წინ, როცა მსოფლიო ყურადღება პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადისკენ იყო მიპყრობილი, როცა პუტინმა მიზანში ამიღო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა საქართველო, 5 დღიანი კონფლიქტისას მოახდინა ქვეყანაში შეჭრა, მოკლა 400-ზე მეტი ადამიანი და საქართველოს ორ ყოფილ რეგიონში, ახლა დეფაქტო რესპუბლიკებში დასვა პრორუსული ლიდერები.
ჩემი სტუმარი პოლიტიკური ლიდერი იყო, როცა 2008 წელს საქართველოში შეჭრა ხორციელდებოდა - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა, რომ შემოგვიერთდით.
თქვენ თქვით, რომ ვლადიმერ პუტინი აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში. ფიქრობთ, რომ ის ცდილობს მთლიანი ქვეყნის ანექსიას, თუ ის რეგიონებს აირჩევს? რას ფიქრობთ?
ისე აღარ ჩანს, რომ პუტინი მხოლოდ რამდენიმე რეგიონის ანექსიას ისახავს მიზნად. ახლა ჩანს, რომ ის მთელ ქვეყანას ანადგურებს. ეს რაღაც მხრივ მასობრივი განადგურების ომია და როცა ის ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გეგმის მიხედვითაა. როგორც ჩანს ის იმედოვნებდა ან ფიქრობდა, რომ ბევრად მარტივი იქნებოდა მიზნის მიღწევა, ვიდრე ის უკრაინის ხელისუფლებისაგან მოელოდა.
ის არ ელოდა უკრაინის მიერ ასეთი წინააღმდეგობის გაწევას. მას ჰქონდა დაგეგმილი მასობრივი თავდასხმა, რომელიც ძალიან ფსიქოლოგიური იყო, რომელიც გამოიყენეს ყველა მხრიდან და ამან არ იმუშავა. რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით, მას აქვს უპირატესობა, რომელიც ერთ დღესაც გამოვლინდება, მაგრამ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა და ლიდერობა მართლაც ძალიან აღმაფრთოვანებელია.
პუტინის მიერ საქართველოში შემოჭრა 5 დღეს გაგრძელდა, რომელიც რა თქმა უნდა, ემსახურებოდა იმ ორი დეფაქტო რესპუბლიკის აღებას. ყირიმის ანექსიას 2014 წელს დაახლოებით 1 თვე დასჭირდა. მაგრამ ეს ბევრად დიდი დაპყრობაა. უკრაინა დაახლოებით, ტეხასის სიდიდეა. როგორ ფიქრობთ, ეს როგორ დასრულდება? სრულიად უკრაინის სამუდამო ოკუპაცია რუსეთის მიერ? მარიონეტი მთავრობა? რას ფიქრობთ, რა არის აქ პუტინის სტრატეგია?
ფიქრობდა. ახლა, რაც არის ახალი სტრატეგია, რა ახალი გეგმა აქვს უფრო მთელი უკრაინის ოკუპაციის მცდელობას ჰგავს, ქალაქების აღებას ნებისმიერ ფასად, თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის...
თუმცა, ერთი რამ ცხადია. თავის მოჩვენება, რაც მან დღესაც გაიმეორა, რომ ეს იყო ერთი ერი და ერთი ხალხი აღარასოდეს იქნება სიმართლე. არასდროს იქნება ერთი ხალხი ამ განადგურების შემდეგ, მათ შორის რუსულენოვან რეგიონებში, რომლებსაც ის ისე ახლობლებად აღიქვამდა, როგორც ძმებს. ის, თუ როგორ ექცევა ის ამ ქალაქებს, ამ ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან შექმნა მართლაც არა ერთი ხალხი, არამედ ხალხი, რომლებიც მტრები იქნებიან.
თუ პუტინი საბოლოო ჯამში უკრაინის დაპყრობაში წარმატებას მიაღწევს, წუხხართ იმაზე, რომ ის თავის ყურადღება ისევ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მიაპყრობს, როგორიც საქართველოა?
როგორც ახსენეთ, რუსეთის ყურადღება ერთხელ უკვე იყო მიპყრობილი საქართველოსკენ. ისტორიულად რუსული ყურადღება საქართველოსკენ ხშირად ყოფილა მიმართული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ, ყოველთვის შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ორი რეგიონი, რომელიც ორი დიდი სამხედრო ბაზითაა ოკუპირებული, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძრნენ.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ შეიცვალა თავისი გზა ევეროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი და მართლაც დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე, როგორც მოლდოვამ და გუშინ უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების ტრიო ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან.
ასე რომ, დიახ, შეგიძლია ქვეყანა დააშინო, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ის ორიენტაციას შეიცვლის, რომ შეცვლი მის გამბედაობას შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ შენ ირჩევ პარტნიორებს, ირჩევ ორგანიზაციას, სადაც გსურს გაწევრიანება.
რას ფიქრობთ იმ საუბრებზე, რაც უფრო ადრე მოვისმინეთ, მაგალითად, ევროპული გაზეთი იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ის პუტინი არ არის, რომელსაც ის 2019 წელს შეხვდა. კოვიდის გამო, ბოლო ორწლიანმა იზოლაციამ ის უფრო მერყევი გახადა და ჩვენ მისგან ძალიან ემოციური "აფეთქებები" ვნახეთ, რომელიც ძალიან უჩვეულოა. ფიქრობთ, რომ მის ირგვლივ რაღაც ემოციური თუ გონებრივი ხდება?
ალბათ, ძალიან იზოლირებულს ხდის მას იმ მდგომარეობაში ყოფნა, რომელშიც ის არის, სადაც ალბათ, არავის შეუძლია არ დაეთანხმოს მის აზრს და საკუთარი აზრი გამოთქვას. ახლა ის იზოლირებულია თითქმის მთელი მსოფლიოსგან. დიახ, არიან ქვეყნები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ისინიც არ ეთანხმებიან მის ქმედებებს უკრაინაში. ამიტომ, ის ძალიან მარტოა. ეს როგორ ზეგავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიაზე არ ვიცი. თქვენ იცით, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან არ გვაქვს. მე არ მაქვს პუტინთან შეხვედრები, ამიტომ მე მას ახლოდან არ ვიცნობ და მე ვერ ვიტყოდი ეს მასზე რა გავლენას ახდენს, მაგრამ ის ძალიან იზოლირებულად გამოიყურება და უფრო და უფრო აგრესიულად ჟღერს.
საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მადლობა ჩვენთან დღეს საუბრისთვის. გთხოვთ გვეწვიოთ ნებისმიერ დროს.
მხოლოდ ერთის დამატება მსურს. დღეს ვესაუბრე სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასეთ დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დიდი მადლობა
მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. კიდევ ერთხელ მადლობა.