თქვენი ქვეყანა შესანიშნავად იცნობს პუტინის სასტიკ მეთოდებს. რუსეთმა საქართველოზე იერიში მიიტანა 2008 წელს, რის შედეგადაც თქვენ დაკარგეთ ორი რეგიონი, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი. პარალელი უკრაინასთან გასაოცარია. კიევი და უკრაინა შესაძლოა, ემზადებოდნენ ცეცხლის ახალი ტალღისათვის, რადგან ბოლო საათებში რუსეთის თავდასხმა გაძლიერდა. თქვენ გუშინ ტელეფონით ესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის. მას ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ გაძლების უნარი კიდევ შესწევს?
მას პიროვნულად გაძლების არაჩვეულებრივი უნარი აქვს, მან ეს აჩვენა. ის ინარჩუნებს ცივ გონებას და მის უკან მოსახლეობაა, რომელიც სამაგალითოდ ორგანიზებულია და გამძლეობის ისტორიული ტრადიცია აქვს. ასე რომ, არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინელები მარტივად დანებდებიან. ისინი ევროპის შუაგულში ჯერ არნახული სამხედრო განლაგების წინ დგანან, რუსეთის მხრიდან ამდენი შეიარაღებითა და დაჟინებით. ასე რომ, საკითხი რთული იქნება, მაგრამ მჯერა, ზელენსკის სისუსტის იმედი არავის უნდა ჰქონდეს, რომელმაც აჩვენა, რომ აქვს ლიდერობისა და ცივი გონების უნარი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ შუადღისას სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს. ,,არ გაგვიშვათ", - მოითხოვა მან. თქვენ ბრიუსელში ხართ. დღეს ევროპული სტრატეგია პუტინის და რუსეთის იზოლაციაა, როგორც ამას 27 (ქვეყანა) აკეთებს, შეუძლია თუ არა ამ სტრატეგიას შედეგის მოტანა? დღეს არ ჩანს, რომ პუტინი მზად არის უკან დაიხიოს.
სანქციები აუცილებლად არ ნიშნავს უკან დაიხევს, განსაკუთრებით, ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებში. მაგრამ სანქციები აძლიერებს სიმტკიცეს და ყველაფერი, რაც მე აქ ბრიუსელში მითხრეს და რაც მე მესმის, არის ის, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ სანქციები დღეს, ან ხვალ გაქრება, რადგან ის ქულებს დაიწერს, ეს მისი მხრიდან კვლავ მცდარი გათვლა იქნება. მან ამ კამპანიაში რამდენიმე არასწორი გათვლა გააკეთა, მან სწორად ვერ შეაფასა ევროპის ერთიანობა, ევროპული წინააღმდეგობა, უკრაინის პრეზიდენტის დიპლომატიური მობილიზაციის შესაძლებლობა და ცდება, თუ ფიქრობს, რომ ეს სანქციები ორ დღეში გაქრება და ეს მხოლოდ ცუდი მოგონება იქნება.
თქვენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სისასტიკის წინაშე აღმოჩნდით. თქვენ, მაშინ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკება აწარმოეთ რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან. როგორ ფიქრობთ, განაგრძობს თუ არა პუტინი სიჯიუტეს? როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა მსოფლიოს დაუპირისპირდეს მას ბირთვული ღილაკის დაჭერამდე, რადგან ეს არის ის მუქარა, რომელსაც ის მიჰყვება. თქვენ, ვისაც გაქვთ რუსეთთან მოლაპარაკების ეს გამოცდილება, ძნელია იცოდეთ რა ხდება პუტინის თავში.
ჯერ ერთი ჩემი მოლაპარაკებების გამოცდილება, ეს სხვა პერიოდით თარიღდება. ეს არის მოლაპარაკება სერგეი ლავროვთან და ეს იყო 2005 წელი, როცა რუსეთი არ იყო დღევანდელი რუსეთი, ეს არ იყო ის ორთავიანი რუსეთი, რომელიც მოგვიანებით ვნახეთ საქართველოში. ამასთან საერთაშორისო მობილიზაცია საქართველოს გარშემო არ იყო იგივე, არც ამ ომის შემდეგ. 14 წლის შემდგომ პუტინს, რომელმაც გარკვეულ სფეროებში წარმატებას მიაღწია, იქნება ეს სირიაში თუ აფრიკაში, ნამდვილად აქვს დაუმარცხებლობის გრძნობა, რაც მაშინ არ ჰქონდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მყარად დგას. ეკონომიკური სანქციები რუსეთს ძალიან მძიმედ დაარტყამს, მისი ძალაუფლებას გულში მოხვდება, რადგან მან დღემდე მოახერხა თავისი არმიის მოდერნიზაცია, მაგრამ საფასური ძალიან მაღალია და მას არ დაუსრულებია ომის ხარჯის გადახდა. შესაბამისად, შეფასებების გაკეთება ადვილი არ არის.ბირთვულ საფრთხის სერიოზულად არმიღება შეუძლებელია. ვერასოდეს იტყვი, რომ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური საფრთხეა. ვლადიმირ პუტინი, უპირველეს ყოვლისა, არის კგბ-ს ყოფილი უფროსი ფსიქოლოგიური ომის გამოცდილებით და ნაკლებად სამხედრო ლიდერი, ამიტომ ეს განზომილებაც უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს ელემენტიც გასათვალისწინებელია. ფსიქოლოგიური ომის ელემენტი თუ არის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ამ მუქარის გამოყენებით აპირებს შეცვალოს ევროპული ერთობა, ან მთელი მხარდაჭერა, რაც უკრაინას აქვს და რომელიც გამოიხატა დღეს ევროპარლამენტში, სადაც მართლაც სრულყოფილი ერთობა იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის უკრაინის პრეზიდენტის მოსმენისს და მის მოლოდინში.
გრძნობთ თუ არა საქართველო დღეს საფრთხეს. უკრაინის მსგავსად, არც ნატოს წევრი ხართ და არც ევროკავშირის წევრი. გეშინიათ გარკვეულწილად, რომ პუტინი, რომლესაც დასაკარგი აღარაფერი აქვს, დღეს უკრაინაზე არ გაჩერდება?
თუ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, შეიძლება ყველას დაემუქროს, უფრო მეტად საფრთხის შემცველი ადგილები არ არსებობს, ვიდრე სხვა. მართალია, ჩვენ არ გვაქვს ნატოსა და მე-5 მუხლის დაცვა, ამიტომ ჩემი ქვეყანა, უკრაინა ასე აქტიურად ცდილობენ ამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოპოვებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დღეს აუცილებლად შეეცდება სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციას, როგორიც საქართველოა. აქაც, არავინ არასდროსაა გარანტირებული, ევროპა არაა გარანტირებული. მთავარი გარანტია შიდა ერთობაა, სწორედ ამას ვითხოვ დღეს თავად საქართველოში, პოლარიზაცია უნდა დაიძლიოს, გარანტია ეს არის ევროპასთან ერთობა და ევროპის მუდმივი ყურადღება. სწორედ ამის სათქმელად ჩამოვედი ბრიუსელში და ეს არის ევროპელების ერთიანობა მათ პოლიტიკაში, რადგან რუსეთის იმედი ყოველთვის სხვების, ევროპელების ერთმანეთისგან და ევროპელების ამერიკელებისგან გაყოფაა.