ინტერვიუ France 24 English-თან

ვიწყებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაშუქებით. საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ემანუელ მაკრონთან კრიზისის შესახებ სასაუბროდ იმყოფება.

ვითარება პირადია საქართველოსთვის, რომელიც უკრაინის მსგავსად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაა  ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციით; და რა თქმა უნდა, თვითონ საქართველოშიც შეიჭრა რუსეთი 2008 წელს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სტუდიაში გვიერთდება France 24-ის ევროპის ბიუროს რედაქტორ კატრინ ნიკოლსონთა ერთად.

მადლობა სტუმრობისთვის.

მადლობა!

ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა დავიწყო პარიზში თქვენი ვიზიტით. თქვენ ემანუელ მაკრონს ორშაბათს შეხვდით, ორშაბათს ის ასევე  ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით ესაუბრა. Élysée-ზე ამბობს, რომ ფრანგმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინისგან თანხმობა მიიღო მისი სურვილის შესახებ ჩაერთოს საუბარში სამი მიმართულებით: შეწყდეს დარტყმები და თავდასხმების მშვიდობიან მოსახლეობასა და საცხოვრებელ ადგილზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და საგზაო ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რას ფიქრობთ ამის შესახებ, პუტინის სურვილის შესახებ ჩაებას საუბარში?

ეს უნდა იყოს გაკეთებული და არა მხოლოდ ნათქვამი. საგზაო უსაფრთხოების შესახებ - როგორც ჩანს კილომეტრობით ტანკები იგზავნება, ამიტომ, პრეზიდენტ პუტინის მხოლოდ სიტყვები ჩემთვის დამაჯერებელი არ არის და ვფიქრობ, რომ ემანუელ მარკონმაც იცის, რომ არ შეიძლება მხოლოდ სიტყვებს ენდო, და ისევ, ეს არის მისი საუბარში ჩართვისკენ მიმართული მცდელობა. ყველა ამას ცდილობს, პრეზიდენტ ზელენსკისა და იმ დელეგაციის ჩათვლით, რომელიც მოლაპარაკებებშია ჩართული. ნათელია, რომ პუტინი ორმაგ თამაშს თამაშობს, ერთი მხრივ, რაღაც ფორმის დიალოგი, ხოლო მეორე მხრივ, უბრალოდ ყველა გზით უკრაინაზე ზეწოლის აგაზრდა, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობაზე ზეწოლა და მიზანში ამოღება, რაც ალბათ ყველაზე შემაშფოთებელია.

ქალბატონო პრეზიდენტო, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის სურვილი გაწევრიანდეს ნატოში არის აგრესიის ნიშანი, და ეს ის არის, რაც გამოყენებული იქნება შეჭრის დაწყების გამართლებად. ეს ცვლის საქართველოს ამბიციებს გაწევრიანდეს ნატოში?

საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია განხორციელდა ცოტა ადრე, ზუსტად 14 წლის წინ. და არა მხოლოდ 14 წლის წინ, ეს იყო მეოთხეჯერ, როცა საქართველო დაიპყრო რუსეთმა. ამიტომ, ეს ახალი არ არის და ამას არასდროს შეუცვლია ქართველი ხალხის განზრახვა გაწევრიანდეს ევროპასა და ნატოში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული, მაგრამ ეს ასევე აღბეჭდილია ჩვენი ხალხის გულებში, რომლებიც ხანდახან ფიქრობენ, რომ ისინი უფრო ევროპელები არიან, ვიდრე ევროპელები.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ იგივე მიზანი იყო საქართველოში, და მას წარმატებისთვის არ მიუღწევია. და თუ ეს არის დღეს მისი მიზანი უკრაინაში, ის წარმატებას ვერ ჰპოვებს, რაც არ უნდა მოხდეს, შედეგი იქნება, რომ ხვალინდელი უკრაინა ანტირუსული იქნება. შეიძლება ის ასეთი ადრე არ იყო, მაგრამ გახდება, მათ შორის ის ოლქები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი აღწერს როგორ თითქმის რუსულს და რუსულად მოსაუბრეს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც იწვევს რეაქციას თვითონ რუსეთში იმიტომ, რომ რუსულ მოსახლეობას აღარ ესმის - თუ ისინი ძმები არიან, რატომ ვბომბავთ ჩვენს ძმებს?

მინდა სანქციებზე მოკლედ ვისაუბრო. თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ გეგმავს რუსეთზე სანქციების დაწესებას. რატომ?

პირველ რიგში, არ ვიცი რატომ გააკეთა მან ეს განცხადება და ვფიქრობ, რომ კითხვა ასე არ დგას, რადგან ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. არ ვარ დარწმუნებული, რა ტიპის სანქციები შეიძლება დავაწესოთ, რომელსაც მართლა ექნება აზრი ამ მომენტში.

იქნებ სიმბოლური სანქციები ?

დიახ და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ესეთი ტიპის განცხადება დღეს გაურკვეველია. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა საქართველოსგან ელის არის მისი ღია სოლიდარობა. სწორედ ამიტომ ჩამოვედი აქ და ვუდასტურებ პრეზიდენტ ზელენსკის იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ აჩვენებს. ეს არის ის მესიჯი, რაც მინდა აქ ჩამოვიტანო, რომ ჩვენ უკრაინის მიმართ სრულიად სოლიდარულები ვართ.

ევროკავშირმა და ინდივიდუალურად ევროკავშირის ქვეყნებმა განაცხადეს უპრეცედენტო ზომებზე უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ. ფიქრობთ, რომ ეს კონტრპროდუქტიულია? ეს აჩენს უკვე სახიფათო სიტუაციის კიდევ უფრო სახიფათოდ გადაქცევის რისკს?

ვფიქრობ არაფერია კონტრპროდუქტიული, რადგან პუტინმა უნდა გაიგოს (და ვფიქრობ ის ამის აღმოჩენის პროცესშია), რომ გაერთიანებული ევროპა არსებობს. მან ვერ გათვალა თუ როგორ პასუხობენ ამ აგრესიას, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელები და შემდეგ ევროპელები. მან უნდა გაიგოს, რომ არ შეუძლია ყველას უბრძანოს, ისე როგორც შეიძლება მას ეგონა რომ შეეძლო.

მაგრამ ეს ალბათ ფაქიზი ბალანსია, რომელიც დასავლეთმა უნდა დაიცვას უკრაინის დახმარებასა და მის ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და ესკალაციის არგამწვავებას შორის.

არ ვფიქრობ, რომ ვინმე ხელს უწყობს დისკრიმინაციას, პუტინის გარდა. ამიტომ არ უნდა გვქონდეს ერთგვარი კომპლექსი, დასავლეთს ეს არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც პუტინი გახდა პუტინი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ყოველთვის არსებობდა თავშეკავებულობა დასავლეთის მხრიდან არ გაეკეთებინა რამე მაპროვოცირებელი. ამ შემთხვევაში, არაფერს და არავის მოუხდენია პროვოცირება. პუტინისთვის არ არსებობდა ნატოსგან მომავალი  არანაირი საფრთხე და არ ყოფილა არანაირი გადაწყვეტილების მოლოდინი. ჩვენ ეს ვიცით. ალბათ, სამწუხაროდ, მაგრამ ისიც ვიცით ეს პერსპექტივა დღეს ან ხვალ არ განხორციელდებოდა. ამიტომ, არ ყოფილა არანაირი საფრთხე. ეს ძალიან კარგად იცოდა პუტინმა. ასე რომ, მან საბაბად გამოიყენა ეგრეთ წოდებული საფრთხე საკუთარი თავის, რუსეთის მოსახლების და მისი აგრესიის გასამართლებლად. მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა პირდაპირ, მკაფიოდ, ყველანაირი არგუმენტისა და უკრაინის მხრიდან ნებისმიერი ფორმის პროვოკაციის გარეშე.

როდესაც ვსაუბრობთ, როგორ მოვედით აქამდე.... რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა და აი დღეს, აქ ვართ, 14 წლის შემდეგ. ფიქრობთ, რომ ევროპა გულუბრყვილოა რუსეთის მიმართ? ან თვალის დახუჭვისკენაა მიდრეკილი, შესაძლოა, ზოგიერთ წევრ ქვეყანაში რუსეთის ინტერესების სიმრავლის გამო.

დიახ, ასე ვფიქრობ და არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, ან ამაზე იყოს. ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. მე ვიხსენებდი, ადრე, როცა სხვა ფუნქციას ვასრულებდი და ვიყავი საფრანგეთის საგარეო სამსახურში, თითქმის 30 წლის წინ, იყო დისკუსია საფრანგეთისთვის გაზზე გადმოკიდებულების შესახებ და არსებობდა ორი მხარე; ამის შესახებ ძალიან მწვავე კამათი იყო. არსებობდა ტენდენცია, რომ ეს მომხდარიყო, არ ცდილობდნენ დაპირისპირებას და ცდილობდნენ იმის მინიმიზაციას, რასაც ისინი ეძახდნენ რუსეთის თავდაჯერებულობის ნიშნებს.

ვფიქრობ, რასაც დღეს ვიღებთ, უკრაინაში უხეში, ყოვლისმომცველი შეჭრა ევროპელების ეტაპობრივი მოდუნების შედეგია; და არა მარტო ევროპელების, ასევე ამერიკელების.

ევროპელებმა ახლა შექმნეს ეს უნიკალური გაერთიანება-ერთიანი ფრონტი, რაც ნამდვილად მთავარი ისტორიული ფაქტია, რასთან გამკლავებაც ამიერიდან პუტინს მოუწევს, რადგან მიჩვეული იყო, რომ ყოველთვის შეეძლო ევროპელების ერთმანეთის წინააღმდეგ ეთამაშებინა. და თუ ეს ასე აღარაა, მას ასევე არ შეუძლია ევროპელებისა და ამერიკელების ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. ამიტომ, ეს მისთვის სხვა რეალობაა.

ევროკავშირის სულ მცირე 8 წევრი ქვეყანა აკეთებს მოწოდებას უკრაინის ევროკავშირში სწრაფი წესით გაწევრიანების შესახებ. გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ოფიციალურ განაცხადს გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. ისევ არის ეს ჭკვიანური ნაბიჯი? ვუბრუნდებით იმას, რასაც ვლადიმირ პუტინი ამბობდა იმის შესახებ, რომ მას არ უნდა უკრაინა ასე ახლოს იყოს დასავლეთთან.

ერთია მას რა სურს; ვფიქრობ, ის რეალობას უნდა დაუბრუნდეს. რასაც ის წარმოაჩენს, როგორც მისთვის საფრთხეს - ევროკავშირის წევრობა არავისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მე ვსაუბრობდი ნატოს წევრობაზე, რომელიც არ არის უახლოესი პერსპექტივა და ასევე, არ წარმოადგენს საშიშროებას რადგან ის ვინმეს კონფრონტაციისთვის არ არის განკუთვნილი. მაგრამ ევროკავშირის წევრობა ნამდვილად არ არის საშიშროება, ეს არ არის კონფრონტაციული და მე სრულად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზელენსკის ამ ნაბიჯს. არ ვიცი მოყვება თუ არა ამას პირდაპირ წევრობა, მაგრამ ნათელია, რომ ეს შესაძლებლობების ფანჯარაა, ევროპელი ერების მზაობის ფანჯარაა - თქვან დიახ, მობრძანდით! ჯერ უნდა ვნახოთ რა არის შესვლის ეს ფორმა და მინდა საქართველო იგივე ადგილს იკავებდეს.

ალბათ ბოლო კითხვა, რა არის პუტინის საბოლოო მიზანი?

ის ერთადერთია, ვინც ეს იცის, მაგრამ მან უნდა იცოდეს, ისიც რომ მის წინ ერთიანი ევროპა იქნება.

მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო!

ინტერვიუ France 24-თან 

 

 

 

სხვა სიახლეები