პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის ხაზგასმაა. პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ქართველი ხალხის ურყევ და მტკიცე ბრძოლზე და აღნიშნა, რომ ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. ამასთანავე, ხაზი გაესვა წინაასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ყოფნის მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის წინსვლისათვის გაწეული ძალისხმევის გამო.

სხვა სიახლეები