საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან მორიგი როტაციის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნებულ ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
სწორედ აღნიშნულ ოცეულს უნდა შეხვედროდა პრეზიდენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მაგრამ ვიზიტი სამწუხაროდ გაუქმდა და მათ თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სამშობლოში დაბრუნებისას დახვდა.
პრეზიდენტმა მორიგ როტაციას სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა და წარმატებული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად ქართველ სამხედროებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა