პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს.

 

სხვა სიახლეები