პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

ცესკო-ს 26 სექტემბრის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე.  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მოახდენენ უპრეცედენტო მობილიზებას, გამოავლენენ სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერების მიუხედავად, 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბნებზე და აირჩევენ საქართველოს ევროპულ მომავალს.

საზღვარგარეთ არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩასატარებლად, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებამდე მათი აქტიურობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა და არჩევნებზე დაკვირვება.

დღეიდან, 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობს საზღვარგარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ:  https://konkursi.cec.gov.ge

არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოთ ცესკო-ში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს - https://www.cesko.ge

სხვა სიახლეები