საქართველოს პრეზიდენტი დღეს საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა.
ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ,,პარიზი - 2024" ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება.
,,პარიზი - 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.