საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.