საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
შვეიცარიაში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო, საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და ,,ქართულ ქარტიას“, როგორც საქართველოს გზამკვლევს, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან.
პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის საჭირო ნაბიჯები.