საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელთან საქართველოსათვის ამ კრიტიკულ მომენტში, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ,,ქართული ქარტიას“ - პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და საქართველოს გზამკვლევს წარმოადგენს.