მოგესალმებით ყველას!
თვალყურს ვადევნებ ამ საღამოს მიმდინარე მოვლენებს აქედან, სასახლიდან და თქვენს გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს. არაჩვეულებრივია ეს გამოსვლები, მთელი მსოფლიო გვიყურებს, დღევანდელი ეს გამოსვლა აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებასა და მიზანმიმართულებას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც არჩევნებზე მთავრდება, რომ საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი!
ამავე დროს, მინდა მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, მინდა მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო: დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ ბოლო დროსაა მიღებული და რომლებიც გვაშორებენ ჩვენს ევროპულ გზას. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, კარზე არაფერი გადაწყდება, გარდა გაზის გამოშვებისა, რაღაც ძალადობისა, რაც არ არის საჭირო გამოვიწვიოთ, რადგან მომავალში ძალადობასთან უთუოდ გვექნება საქმე. დღეს ვნების კვირაა, დღეს ის პერიოდია, როცა არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა, ეშმაკი ისედაც გააქტიურებულია. ჩვენ ეს ვიმყოფოთ, ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს - რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას!