პრეზიდენტი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ქვეყნის გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იმ პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და სტუდენტებს უმასპინძლა.

 საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მნიშვნელობის რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება:

 ,,31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი - ეს ჩვენი უახლოესი ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი თარიღებია, რაზეც ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი დგას.

ეს არ არის მხოლოდ ის ისტორიული თარიღები, რომლებსაც ტრადიციულად ვიხსენებთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს არამხოლოდ გავიხსენოთ, არამედ გავიაზროთ კიდეც  რას ნიშნავს ეს დღეები, რა დატვირთვა აქვს და რამდენად აქტუალურია ყველა ეს თარიღი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგდოებისთვის. 

მე არ მოვყვები რას ნიშნავს 31 მარტი, ჩემე კარგად ეს აქ დამსწრე საზოგადოებას ახსოვს და  იცის როგორ წარმოიშვა 31 მრტი, როგორ წარიმართა ის და შემდეგ 9 აპრილი... თქვენი ყურადღება მინდა მხოლოდ 3 ასპექტ მივაპყრო:

პირველი -  რეფერენდუმი, როგორც გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლო. რომ არა ქვეყნის,  და ყველა მოქალაქის ერთობა, (რაც ამ რეფერენდუმის შედეგებშიც კარგად ჩანს) - არ იქნებოდა რეფერენდუმი და მისი გამარჯვების ნიშანი.  იქ ყო ერთიანობისა და დამოუკდებლობის სულისკვეთება, რომელიც უკვე არსებობდა და რომელმაც შემდგომი გადაწყვეტილებები განაპირობა - ქართველმა ერმა დაამტკიცა საკუთარი ნება იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.

მეორე - რეფერენდუმი როგორც სამართლებრივი საფუძველი. რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი გახდა, რომელსაც 9 აპრილს მოეწერა ხელი.

რეფერენდუმი რომ არ ყოფილიყო, ცხადია, დამოუკიდებლობის აქტს არ ექნებოდა იგივე ძალა და იგივე დატვირთვა.

ასევე რეფერნდუმი გახდა საქართველოს ტერიტორიული თლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.

რეფერენდუმი ასევე, სახელმწიფო უწყვეტობის სიმბოლო და მაგალითი გახდა, რამეთუ რეფერენდუმის კითხვა - დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ იყო 1918 წლის 26 მაისისა და პირველი კონსტიტუციის საფუძველზე. ძალიან მნიშვნელოვანი ეს სახელმწიფოებრივი უწყვეტობა და დღესაც ამაზე ვდგვართ.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ი, რომ რეფერენდუმი ასევე იყო პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური აქტი - უარი ერთდროულად საბჭოთა ტოტალტარიზმს, საბჭოთა სისტემას და რუსულ იმპერიალიზმს. ეს არის ის, რაზეც დღესაც ვდგვართ. ეს არის ის, რისთვისაც ბრძოლა არ დასრულებულა.  

დღესაც ვებრძვით საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნარჩენებს, დღესაც ვებრძვით რუსულ იმპერიალიზმის ნარჩენებს (ზოგჯერ ძლიერს), ასე ვთქვათ, კუდს კიდევ იქნევს. ეს ჩანს ჩვენს ყოველდღურობაში, ჩანს უკრაინაში, ჩანს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზ, ჩანს პროპაგანდაში, ჩანს ჰიბრიდული ომის ყველა ნაბიჯზე და ჩანს იმ მცდელობებში, რომ საქართველომ არ განაგრძოს სვლა დამოუკიდებელ, თავისუფალ, თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ.

ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიზეიმოთ ეს თარიღები, არამედ სრულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ბრძოლა ჩვენც გვეკუთვნის. ჩვენც ვართ პასუხისმგებელი ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების მიმართ როგორ შევინარჩუნებთ, როგორ გავაძლიერებთ, როგორ გავამყარებთ იმ დანატოვარს, რასაც 31 მარტის რეფერენდუმი ჰქვია.

ეს არის ის, რაც დაგვიტვა ზვიად გამსხურდიამ და რისთვისაც ის საქართველოს ისტორიაში შევიდა. დღეს მისი 85-ე დაბადების დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადგან პირველმა პრეზიდენტმა ეს უზარმაზარი მონაპოვარი დაგვიტოვა ჩვენი ვალი და ვალდებულებაა არათუ შევინარჩუნოთ ის, არამედ შემდეგ ეტაპზე გადავიყვანოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე: საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ასათიანმა და ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყოგამომცემლობა “არტანუჯის” დირექტორმა ზვიად კვარაცხელიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა (დიპლომატიური კლუბის წევრი) იაკობ ორმოცაძემ.

ღონისძიებაზე გამომცემლობა ,,ინტელექტის“ წარმომადგენელმა ზვიად კვარაცხელიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკაზე გამოცემული თემატური  წიგნები წარადგინა.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკაზე გამოცემული თემატური  წიგნები წარადგინა.

სხვა სიახლეები