ხვალ, ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებდაც ერთი საერთო ხაზი - თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად დაეთმობა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.
ეკა ტოგონიძე, ნინია სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზვიად კვარაცხელია თავიანთ ნაწარმოებებს წარადგენენ და ისაუბრებენ როგორ გაიაზრა ქართულმა ლიტერატურამ საბჭოთა ოკუპაცია.
ორბელიანების სასახლეში გაიმართება კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის ,,გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენება, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, ,,მოძრაობის თეატრი“ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს.