საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გვირგვინით შეამკო კოჯორში იუნკერების მემორიალი და პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებული იუნკერების მემორიალური დაფა და პატივი მიაგო 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას.
სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის.