საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2023 წლის 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში - https://rb.gy/mx7wgp;
კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრას გამართავს ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან.
შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით.
კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ, 2023 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, დაუკავშირდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტის საშუალებით: administration@president.gov.ge და მოგვაწოდოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.