გრძელდება ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას!“
კამპანიას შეუერთდნენ ქალაქ წნორის ადგილობრივი მოსახლეობა, ,,ცოდნის კაფე“ და მის პროექტებში ჩართული ბენეფიციარები.
მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის ლიდერებისადმი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ მიმართვას, რომელიც საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას ითვალისწინებს.