საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.