შეხვედრა ,,ევროპის ფონდის“, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და საზოგადოება ბილიკის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ხორვატიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, საფრანგრთის, ჰოლანდიისა და შვედეთის შშმ პირთა პროგრამებზე.
ასევე განიხილეს ეროვნული კანონმდებლობით და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები.
საუბარი შეეხო აღნიშნული პროგრამების მუნიციპალიტეტებში დანერგვის საკითხსა და ამ მიზნით განხორციელებულ პრაქტიკულ სამუშაოებს.
როგორც სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, მოხარულია, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ასევე არიან მერის შშმ პირთა საბჭოების წევრები, მზად არიან სიახლეებისთვის და აქვთ სურვილი, გააუმჯობესონ მათ მუნიციპალიტეტში არსებული სერვისები.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტებთან და გაღრმავდება თანამშრომლობა შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის.