საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი ხალხის ნება შეუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოებისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას და შთამბეჭდავს უწოდებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართ ქართველი ხალხის ნების ღია გამოხატულებას. პრეზიდენტები, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მჭიდრო კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.