ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ანტაკალნისის სასაფლაოზე, პატივი მიაგო ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე პატივი მიაგო და ყვავილების თაიგულით შეამკო ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად იბრძოდა, რუსული ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში ქ. ვილნიუსში, პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა, სადაც მან მაიორის წოდება და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.