​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ ესტუმრა.
 
ბიბლიოთეკას, რომელიც 2015 წლის თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელს ატარებს და ის ივლიტას ხსოვნის საპატივსაცემოდ 2015 წელს 19 მაისს, სწორედ ივლიტას დაბადების დღეზე გაიხსნა, პრეზიდენტმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
 
წიგნთსაცავთან ერთად, „ივლიტას ბიბლიოთეკა“ ახალგაზრდულ ცენტრსაც წარმოადგენს, სადაც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ. ბიბლიოთეკა მედიასახლის “გურია ნიუსი” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით შეიქმნა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან