მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს და ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები; აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალია აქტივობა და ეს ძალიან კარგი ნიშანია. ალბათ, საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარში და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობაა ასევე, საზღვარგარეთაც, თუმცა იქ საკმაოდ მძიმე და რთულია პირობები, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები იქ აქტიურად მიდიან და ძალიან დიდი მადლობა მათ.
თუმცა, მინდა ასევე აღვნიშნო ძალადობის ძალიან ცუდი ფაქტები, რაც სხვადასხვა უბანზე ხდება: მედიას აპარატურა დაუნგრიეს, არის პირდაპირ ძალადობა, იქ შეკრებილი ჯგუფების ერთადერთი მიზანი დაძაბულობა და კონფრონტაცია, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის სახე და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაა. ეს სისუსტის მაჩვენებელია, ასე რომ, არავინ არ შეშინდეთ!
ამის მიუხედავად, მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდებით, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს, მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო მას, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და უფრო ეფექტური, რადგან არ შეიძლება დავუშვათ, ჩვენ საარჩევნო უბნებზე ამ ტიპის დაძაბულობა - ეს ჩვენ არ გვეკადრება!
ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!
დიდი მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს და მათი ინფორმაციით ვართ ყველა, არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს დღეს მათ, მითუმეტეს, ქალებმა. დიდი მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ არ დაიზაროთ, წადით არჩევნებზე! ჩვენი ქვეყნის ბედი თქვენს ხელშია და თქვენი გადასაწყვეტია!