პრეზიდენტი - ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიისა, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში. ამ გზაზე წავალთ ერთად, ჩემთან ერთად, როგორც ქარტიის ინიციატორთან და ქარტიის გარანტორთან ერთად!

მე ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანად ვარ. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისა და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია (სხვა პარტიებმაც მოაწერეს მოაწერეს ხელი და არ უნდა დავივიწყო ისინი) რჩება ქარტიის სრულიად ერთგული - ანუ იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში.

და ეს არის ის, რაც ყველაზე მთავარია. ეს, ამ შემთხვევაში, თქვენ, ყველას, იმ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა ევროპაა, აძლევს საშუალებას, რომ თვითონ თავისი გემოვნებით აირჩიოს და იმის მიხედვით, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ის ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისათვის მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი იქნება ის უმრავლესობა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვევ-მოხვევის გარეშე.  ასე რომ, თქვენ აირჩიეთ რომელიმე, რომელიც გირჩევიათ, ყველა ერთად, ოთხივე პარტია და ჩემთან, ერთად როგორც ქარტიის ინიციატორთან და როგორც ქარტიის გარანტორთან წავალთ ამ გზაზე.

ამ ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერებულობის მეორე მიზეზი ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც დგანან ჩვენს გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლოდროინდელი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან.

დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა, არამხოლოდ ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება გამოხატა - დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, იმ გზაზე ძალიან სწრაფად დაბრუნებისათვის. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის გაყინული დახმარებები. ესეც დამიდასტურა, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში.

ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ხვალ ძალიან ბევრნი იქნებით. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ძალიან დიდი დღეა და ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, დავემშვიდობებით ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების გზაა,  გზა, რომელმაც ჩვენ ყველანი უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა!

ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ასევე ვიცი, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, მცდელობები დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს.

თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ სწორ გზაზე ხართ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, თავისი მომავლის არჩევანისთვის - ეს არის მშვიდობიანი არჩევნები.

ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვგარეშე უნდა იყოს, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, თქვენი ყველა ხმის იქ მიტანისათვის, სადაც საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი გადაწყდება.

მე აქ ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები, იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო ჰქვია.