მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერ შეცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია და მე გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათ ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.
გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე! საქმე ის არის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც დღეს თქვენშია იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ, მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა.
84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ ყველანი ერთად! 84 კაცი, არავინაა იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო!
ახლა მეორე, მთავარი საქმე, თქვენ, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რადგან თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის კიდევ ნახევარი მილიონი ხმა (ყველაზე ცოტა) არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს და მე ამ დროს მივხედავ იმას, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, (ზოგიერთმა ვერ გაიგო ვინაა ამ ქვეყნის მეგობარი და ვინ საუკუნოვანი მტერი) ჩვენს გვერდში იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას - ქვეყანამ დღეს გამოაჩინა ვინ არის, რა არის, სად არის. ესაა ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ.
მე ვარ თქვენს გვერდში! მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე!