პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსული კანონია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს, ამდენად, ჩვენ ევროპულ გზაზე წარმოადგენს შეფერხებას.

ეს ვეტო იურიდიულად სრულიად გამართულია და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, ძალიან მარტივი ვეტოა - ეს კანონი უნდა გაუქმდეს!