დიპლომატიის დღე სტუდენტებთან ერთად

დღეს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საეთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უმასპინძლა. 

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

,,ძალიან მოხარული ვარ და დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის !

ძალიან სწორი, რომ დღეს აქ, ამ ადგილას აღვნიშნავთ დიპლომატიის დღე, რამეთუ ეს ორბელიანების სასახლე და როგორც იცით, დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე დაინიშნა.

ეს შემთხვევითი არაა. ჩემი და იმდროინდელ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი ადმინისტრაციის ინიციატივა იყო რომ ეს დღე აგვერჩია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ სულხან-საბა დიპლომატების წინაპარი იყო და ამასთანავე ევროპისკენ მიმავალი ჩვენი ერთ-ერთი პირველი დიპლომატი და ჩვენ ყველანი მას მივყვებით. დღეს, როცა ჩვენ ველოდებით ჯერ პირველ დასკვნას და შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს დღე უნდა აღვნიშნოთ და გავიაზროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის დიპლომატია.

ჯერ ერთი დიპლომატია არ დაიწყო სულხან-საბათი და მუდამ ქართველ მეფეებს ჰყავდათ თავისი დესპანები, რომლებსაც სხვადასხვა დიდ სახელმწიფოებში აგზავნიდნენ, ისინი ხშირად მათი ოჯახის წევრები იყვნენ - მეუღლეები, შვილები და ეს ტრადიცია გაგრძელდა სანამ საქართველო, დამოუკიდებელ სახელმწიფო ანუ პირველ რესპუბლიკა არ ჩამოყალიბდა, როცა მართლაც დაიბადა ჩვენი პროფესიონალური დიპლომატია.

მათი სახელები, ზოგიერთი ალბათ იცით - აკაკი ჩხენკელი, შეიძლება ყველაზე ცნობილი იყოს, მაგრამ ბევრი სხვ იყ. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენ გვყავდა ძალიან სერიოზული დიპლომატიური წარმომადგენლობა და ისინი როგორც საქართველოს დელეგაცია, პირველად ოფიციალურად, მონაწილეობდნენ მაგალითად 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, შემდეგ მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი სამუშაო გაიწია, რათა საქართველო ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო. სამწუხაროდ, როგორც ალბათ ყველამ იცის, ეს ისე დამთავრდა, რომ საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ და ჩვენ ვეღარ მოვასწარით ერთა ლიგის სრულყოფილი წევრი გავმხდარიყავით. მაგრამ ეს სამუშაო ტყუილად არ გაწეულა. შემდგომაც იყო განხილვები და  საქართველოს დიპლომატიური საქმიანობა გაგრძელდა, თუნდაც მაშინ, როცა საქართველო აღარ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მაგალითად საფრანგეთში, ემიგრაციაში, სადაც ყველაზე დიდხანს შენარჩუნდა საქართველოს დელეგაცია 1904 ლამდე, ოფიციალურად იყო აღიარებული საქართველოს წარმომადგენლობა და ჰქონდათ ოფიციალური ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ქვეყნებთან პარიზიდან, რომელიც უცხოეთში მყოფი მთავრობის ცენტრად ითვლებოდა.

ეს სამუშაოები ერთა ლიგაში მერეც გამოგვადგა, რამეთუ სწორედ საქართველოს საკითხი იყო წარდგენილი ამერიკის კონგრესში. მთელი განხილვა ჩატარდა და ეს ჩანაწერები დღესაც შეიძლება მოიპოვოთ, ძალიან საინტერესო.

ავად თუ კარგად, ასე გაგრძელდა სანამ 1991 ელ ხელახლა არ აღდგა ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პროფესიონალური დიპლომატია, რომელსაც ძალიან დიდი საქმე ჰქონდა - პირველ რიგში, მოეპოვებინა ჩვენი სახელმწიფოს ღიარება, ეს მათი პირველი საქმიანობა იყო, რომელიც ძალიან გაშლილი და წარმატებული იყო მთელ მსოფლიოში. ჩვენ დღეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს აღიარება ბევრი ქვეყნების მიერ უფრო სწრაფად უნდა მომხდარიყო, მაგრამ მან დაგვიტოვა შედეგი - ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი. ჩვენ ვიცით ეტაპები, როცა გავერთიანდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციში და დავიწყეთ მსვლელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოკლე პერიოდში, მომავალ თვეში თუ თვეებში გადავალთ ევროპისკენ ამ მსვლელობის კიდევ ერთ ეტაპზე, რაც ჩვენ დასავლეთ თანამეგობრობის სრულყოფილ წევრად გაგვხდის. ეს არის გზა, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიამ უზარმაზარი როლი ითამაშა. მე მიყვარს იმის თქმა, რომ ჩვენი დიპლომატია არ ჰგავს ბევრი სხვა ქვეყნის დიპლომატიას. იმ მხრივ რომ, დღესაც კი, ჩვენთვის სხვადასხვა მეზობელთან თუ სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების წარმართვა აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა. იმიტომ, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობა ყოველდღე გასამყარებელი. ჩვენთვის სრულყოფილი დამოკიდებლბა ჯერ არ არის, როცა ჩვენი ყველა საზღვარი ბოლომდე არაა აღიარებული, არაა დადგენილი, როცა ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული, როცა არაღიარება ჯერ კიდევ ჩვენი პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ჩვენ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მიმართულებით კიდევ გვიწევს იმის დამტკიცება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და ამას არავინ, არაოდეს არ უნდა შეეხოს. ამიტომ, სანამ ეს ასე იქნება იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში სადაც ვცხოვრობთ, სანამ ჩვენ არ გავხდებით ევროპის და ევროატლანტიკურ თანამეგობრობის სრულყოფილი წევრი, ალბათ ეს მართლაც ჩვენს ეგზისტენციალურ მიზნად დარჩება. დიპლომატია უნდა იყოს ის მიზანი, რომლითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ.

მაგრამ არამხოლოდ ეს. როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენთვისაც დიპლომატია ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ გატან, ჩვენი იდენტობის, კულტურის გაცნობ. ეს უკვე მხოლოდ დიპლომატების საქმე არაა. ამაში დიდ როლს თამაშობს ჩვენი კულტურა. თავისთავად კულტურის გატანა და ყველა ის ადამიანი, ვინც რაღაცას ქმნის, მათი შემოქმედებითი აქტივობა, კრეატიულობა - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გარეთ ექსპორტის ნაწილი. ჩვენ გვგონია, რომ ექსპორტი ბიზნეს სიტყვა, ესეც არის, თუმცა ასევე ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის, მხარდაჭერის კუთხითაა. რაც უფრო კარგად გვიცნობენ გარეთ, ალბათ უფრო მყარი ის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ.

ჩვენ ყველანი ვართ მოწმენ, თუ სპორტმა და სპორტსმენებმა (და დიდი მადლობა მათ) რამდენად გაიტანეს ჩვენი ქვეყნის სურათი, აამაღლეს ცნობადობა და მართლაც აჩვენეს, რა შეუძლიათ ქართველებს ინდივიდუალურად და კოლექტიურად.

ეკონომიკა ძალიან დიდი ნაწილი. ბიზნესმენებიც საზღვარგარეთ ჩვენი ელჩები არიან, მაგრამ დიპლომატიაში მაინც საელჩოები, დიპლომატიური კორპუსი და პროფესიონალები არიან ძალიან მნიშვნელოვანიდღეს მათ, როგორც არასოდეს, სჭირდებათ მეტი გამბედაობა, მეტი აქტივობა. არ უნდა შეეშალოთ ერთი რამე, რომ ისინ რომელიმე მთავრობის წარმომადგენლები არ არიან, ისინი ახელმწიფოს წარმომადგენლები, ქვეყნის წარმომდგენლები არიან და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ზოგჯერ საკმაოდ რთული. მაგრამ მაინც, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიპლომატია თავის რანგზე დაგება და ყველაფერს შეძლებს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად ევროპის ამ გზაზე სხვლა, ევროპის ამ გზაზე წარმატება სჭირდება. აქ ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანი, ყველამ თავისი ნაწილი უნდა გააკეთოს. აქ მე დისკუსიები მესმის - ‘იმისი გაკეთებულია, ამისი გაკეთებულია, იმისი ბრალია, ამისი ბრალია- ეს ყველაფერი მცდარია. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ საქმეში ყველანი ერთად არ ვიყოთ და არ შეიძლება რომ ამ საქმის შედეგი არ იყოს ჩვენი ყველასი და პირველ რიგში საზოგადოების.

ძალიან კარგად ვხედავთ და გარედან კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა მის ხალხს, რა უნდა მის საზოგადოებას, რა უნდა მის ახალგაზრდობას. ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ გზაზე ისაა, რომ ჩვენ მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, მე მგონი ამაში ყველანი დამეთანხმებით. იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, გლობალიზაციის დღევანდელ მსოფლიოში პატარა ქვეყანა, მარტო ქვეყანა ძალიან ცოდოა, პრაქტიკულად შეუძლებელი. ჩვენ უნდა გვყავდეს პარტნიორები, მეგობრები, ოჯახი, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და რომელთანაც ვიზიარებთ მთავარს - კულტურულ ღირებულებებს, ფასეულებს, ყველაფერ, რაც ქმნის ჩვენ ყოველდღიურობას, ჩვენ კულტურას, რაზეც ჩვენ ვართ გაზრდილი და რაც წარსულიდან მოგვყვება. ეს ჩვენი სივრცე და არ შეიძლება რომ ამ სივრცის გარეთ დავრჩეთ. ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობა, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნა, ნიშნავს იზოლაცია. ეს ძალიან რთული, მითუმეტეს დღეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით.

დღევანდელი მსოფლიო სხვანაირადაა მოწყობილი და აქ ჩვენი ადგილი ძალიან ნათელი. შეიძლება, ბევრად ადვილი იყოს, იმ მხრივ, რომ არჩევანი ნათელი, ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება და ინსტიქტურად ვიცით, ვხედავთ სად არის ჩვენი გზა, სად არის ჩვენი მომავალი.

დიპლომატია ამისთვის არის აუცილებელი. დიპლომატიას როცა ვამბობ, ეს მოიცავს ცოდნას, რაც არამხოლოდ პროფესიონალ დიპლომატებ, ასევე თქვენ ყველას გეხებათ. ჩვენ თუ არ ვიცით და კარგად არ გავიგეთ გარე მსოფლიო - ქვეყნები, მათი ისტორია, მათი კულტურა, ჩვენ არ გვექნება ეფექტური დიპლომატია. ნამდვილი და სერიოზული დიპლომატია სხვადასხვა რეგიონების გაგებაზე, ცოდნაზე, მათი ისტორიის ანალიზზეა დაყრდნობილი. ასე რომ, უცოდინარი დიპლომატები არავის სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი ექპერტ გვჭირდება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ექსპერტი თვითდამრქმევითია, ვიღაცა თავის თავს დაარქმევს, რომ მე ვარ რაღაცის ექსპერტი და უცებ ექსპერტად ჩამოყალიბდება. ნამდვილი ექსპერტობა რთული, ძალიან საინტერეს და ძალიან საჭირო.

ასე, რომ ყველას გთხოვთ, გეხვეწებით, ჩაერთოთ თქვენ დარგში, ყველა დარგის სპეციალისტ გვჭირდება იმიტომ, რომ ასე ყველაფრის მცოდნე ადამიანები ხშირად არაფრის მცოდნეები არიან. სერიოზული ცოდნა დღევანდელი საუკუნის გამოწვევა. ძალიან ბევრი ტექნოლოგიური და კომუნიკაციის საშუალებ არსებობს, შეიძლება ნამეტანიც კი. მიტომ ზოგჯერ დაბნეულები ვართ, მაგრამ ამ საშუალებების გამოყენება თქვენი ყველას ვალდებულებ. თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც უზარმაზარი საშუალება ეძლევა - მოძრაობის, გაცნობის, გაგების, ერთმანეთთან ურთიერთობების. ეს ყველაფერი გამოიყენეთ.  

ნურაფრის ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება!"

[კითხვა-პასუხი]

მოგესალმებით ! მე ვარ ჯემალ სეფეთელაძე, ვსწავლობ ჯიპაში. უპირველესყოვლისა დიდი მადლობა, რომ მოგვეცით ასეთი შესაძლებლობა და ჩემი კითხვა ორი კომპონენტისგან შედგება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, როგორც დიპლომატიაში, ასევე პრეზიდენტობაში, ნუ პრეზიდენტი ხართ ბოლოს და ბოლოს. თქვენ რა რჩევას მისცემდით იმ დიპლომატს, იმ ახალგაზრდას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში და რა რჩევას მისცემდით იმ პრეზიდენტს, რომელიც თქვენ შემდგომ გააგრძელებს ამ მოღვაწეობასა და საქმიანობას ? გმადლობთ

დიპლომატიის ნაწილში ძალიან მარტივია. მე მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც მე მივიღე პირველად რჩევად, როცა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე გამიშვეს საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო ვენაში, ეუთოს ფარგლებში და ვინც იქ ჩემი წინამორბედი იყო, იქ ჩემამდე მოღვაწეობდა, მან მითხრა, მე ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემო, მაგრამ ერთადერთი მოლაპარაკებებში შენ შეგიძლია ყველაფერი გამოიყენო, რაც გაქვს - ნიჭი, როგორც თეატრში, თუ შეგიძლია იტირო - იტირე; თუ შეგიძლია გაიცინო - გაიცინე, იუმორი გამოიყენე, ცოდნა გამოიყენე და ყველაფერი. ავისუფალი სივრცე, სადაც მართლა შეიძლება შენით და შენი ინიციატივით ჩაატარო ეს მოლაპარაკებები. ცხადი ეს არ ნიშნავს თავნებობას იმიტომ, რომ მოლაპარაკებებში მთავარიინსტრუქციებით მოქმედებ და იმ ჩარჩოში უნდა ჩაჯდე. მაგრამ დანარჩენი ფორმა რასაც მისცემ მოლაპარაკებებს არის სრულიად თავისუფალი.

ამაზე საინტერესო პროფესია მემგონი არ არსებობს. იმდენად მრავალფეროვანი, იმდენად შეგიძლია ამით სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურო, ბოლომდე და სიღრმისეულად გაიცნო ქვეყნები, მათი მოსახლეობა და ისტორია.

ასე რომ, თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე  საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მემგონი სხვა პროფესია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას რომ მომავალ პრეზიდენტს რამე რჩევა მივცე იმიტომ, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდები, როცა ხარ არჩეული, ისე იქნება თუ ასე, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, ერთადერთი რამ უნდა გახსოვდეს ყოველთვის - შენ იმ დღიდან ხდები ყველას პრეზიდენტი. აღარა ხარ ვინმეს არჩეული, მასაც აღარ აქვს უფლება რომ გითხრას მე აგირჩიე, შენთვის ვირბინე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე და აბა რას აკეთებ. შენ არჩეული ხარ ძალიან რთულ ფუნქციაზე მოვალეობებით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება შენთავთან, შენ ქვეყანასთან და მის ინტერესებთან რაც შეიძლება მართალი უნდა იყო."

მე გახლავართ მარიამ მეყანწიშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის IV კურსის წარმომადგენელიპირველ რიგში გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. გილოცავთ ასევე დიპლომატიის დღეს, თუმცა მე არა დიპლომატიასთან, თუმცა არც შორს მყოფი კითხვა მაქვს თქვენთან.

ვინაიდან და რადგანაც ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ რადიკალური და რადიკალურად განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებებია მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თქვენს და მთვარობას შორის, ფაქტობრივად ვემიჯნები მთავრობის პოზიციას მიმდინარე ეტაპზე და მადლობას მოგახსენებთ გაწეული წვლილისთვის იმ ფუნდამენტური ძალებისთვის, რაც თქვენ ჩადეთ, ევროპაში მოგზაურობის თვალსაზრისით ვამბობ და საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი მსხვერპლი გაიღეთ ამისთვის  და მაინტერესებს უბრალოდ კულუარებში თქვენ სადაც საუბრობდით უშუალოდ ევროპელ პარტნიორებთან, როდესაც ისინი ხედავენ ასეთ შექმნილ სიტუაციას და ზოგადად მდგომარეობას საქართველოში, როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ ისინი ამ მთავრობის აღნიშნულ პოზიციას და რამდენად გვაქვს ევროპული პერსპექტივა და აი ამ რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს მოკლედ ახლა ჩვენი ევროპული მომავალი და ეს მაინტერესებს თქვენგან

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში არ გადაწყდება ჩვენი ევროპული მომავალი. რამდენიმე დღეში ველოდებით კომისიის დასკვნას, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას - რამდენად შესრულდა, არ შესრულდა. ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია იმიტომ, რომ ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს.

ჩემი შეხედულება, რომ ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მემგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არ მოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ. მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა  და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი.

ასე რომ, ველოდოთ, ვიყოთ იმედიანად. კიდევ ერთხელ, ყველაფერი გავაკეთოთ და კიდევ გვაქვს გასაკეთებელი.

მე რამდენიმე დღეში გეტყვით რას გავაკეთებთ ერთად და ამაზე ყველაფერს დეტალურად მომდევნო დღეებში გაიგებთ.

ჯიპას სამართლის პირველკურსელი გიორგი დუმბაძე, მოგესალმებით ყველას! მაინტერესებს, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ ჩვენ უკვე კარგახანია საპარლამენტო ქვეყანა ვართ და პრეზიდენტს ხალხი აღარ ირჩევს, პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს როგორს ხედავთ საქართველოს და როგორი უნდა იყოს და ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამასთან, რომელიც აშკარად მე არ მომწონს, ნეგატიურად ვარ განწყობილი და თქვენნაირი გამოცდილი ადამიანისგან მაინტერესებს ის აზრი რომელსაც ეხლა მოვისმენ.

მე ვწუხვარ ერთი რამის გამო, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, ნამდვილი დისკუსია იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი - საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი შეიძლება გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის  ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში. მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ სანამ მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდ შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდავ ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე.

გამარჯობა ქალბატონო სალომე. მე გახლავართ დავით მხეიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტი, ამასთანავე გავდივარ პრაქტიკას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვდგამ პირველ ნაბიჯებს დიპლომატიურ კარიერაში.

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

მადლობა, მეც გილოცავთ ქალბატონო პრეზიდენტო და პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში როგორც რიგითმა ქართველმა და ნამდვილად ძალიან დასაფასებელია თქვენი ამაგი რაც ამ საქმეში გააკეთეთ. ჩემი შეკითხვა შეეხება შემდეგს, რა თქმა უნდა ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მე მაინტერესებს თქვენი...

არ ვართ დარწმუნებულები, იმედი გავქვს, ძალიან დიდი

კარგით, კარგით, იმედი გვაქვს. მე მაინტერესებს, თქვენი, როგორც რიგითქართველის პოზიციას, რა როლი შეუძლია შეასრულოს საქართველომ, იმედია, კანდიდატის სტატუსის მოცემამ ნიჰილიზმის დასრულებამ და პოლიტიკურ კონსოლიდაციაში.

თუ არ მივიღეთ, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება... რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ  პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ.

გამარჯობა, მე თემო ვარ ტარიელაძე, შეიძლება მიცნობთ კიდეც, ბათუმიდან Whatsapp-ზე თქვენი ხშირი მხარდამჭერი, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ, რომ ზოგადად პრეზიდენტი, მინისტრი, კი არადა უნივერსიტეტის რექტორიც კი ხშირად არ არის კონტაქტში არც სტუდენტთან, არც მოქალაქესთან და ეს ქალბატონი, რომელიც თავისი უშუალობით, თავისი გულწრფელობითა და მაგარი ადამიანობით ამტკიცებს იმას რომ ის არის

ჩემ კამპანიას  არ ატარებს, ახლა არ გეგონოთ.

არა, არა, ხო, ეს სრულიად ობიექტურია. მგონი თქვენც მეთანხმებით და ამას ალბათ აპლოდისმენტებიც უნდ ახლდეს. ხო, მე ჩემს წინა გამომსვლელებთან შედარებით ცოტა უფრო მარტივ კითხვას დაგისვამთ. აი დავუშვათ, მივიღეთ, კი არადა ღმერთმა ქნას რომ მივიღოთ და ეს აუცილებლად უნდა მივიღოთ, ეს ცხადია იქნება სულხან-საბას, აი ფარსმან ქველის თუ შოთა რუსთაველის თუ თქვენი, თუ ჩვენი, თუ ყველასი რა თქმა უნდა ღვაწლი, რომ ჩვენ მივიღებთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობის უფლებას და ეს ნამდვილად მოხდება, მაგრამ აი კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში თქვენი მაპი ერთგვარი, როგორც არა დღეს საქართველოს პრეზიდენტის, არამედ როგორც ღვაწლმოსილი, გამოცდილი დიპლომატის, პოლიტიკოსისა  რა იქნება რომ მოგვცეთ ჩვენ ახალგაზრდებს რა შეიძლება გავაკეთოთ აი ამ კონკრეტული, სრულუფლებიანი წევრობისთვის

არჩევნების ჩატარება. პირველი ეტაპი ეს იქნება, როცა ისინი შეაფასებენ ჩვენ ვიყავით ღირსი ამ სტატუსის თუ არ ვიყავით ღირსი. როგორ ჩავატარებთ, რამდენად სრულყოფილად, რამდენად თავისუფლად, რამდენად სამართლიანად და ვუყურებ პოლონეთის მაგალითს და ძალიან იმედიანად ვარ რომ ჩვენც შეგვიძლია ვაჩვენოთ ასეთი დემოკრატიის მაგალითი