მინდა გითხრათ ყველას: არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ვიდექი ქუჩაში, ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის!

მოგესალმებით!

ჩემი დუმილის დრო დასრულდა. აქამდე თავს ვიკავებდი, რამეთუ ჩავთვალე, რომ სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა ამ პროცესში უშუალოდ ჩემი ჩარევა არ იყო საჭირო. ჩემი წარმომადგენლების როლი, რომლებმაც ჩემზე სამართლებრივი კუთხით ბევრად უფრო მცოდნენიც არიან და იციან როგორ წარმართონ ასეთი პროცესი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ჩემი ნდობა მათ სრულად ჰქონდათ და სრულყოფილად შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება. 

მე, მართალი გითხრათ, დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე არაფერი აღარ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით ჩვენ სამართლებრივ სისტემაში დარჩენილი იყო, როგორც ერთერთი ადგილი, რომელიც გარკვეულწილად კიდევ იმსახურებდა ნდობას. დღეიდან ესეც უკვე აღარ არის ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა სცხვენოდეს ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა უნდა სცხვენოდეს, ერთადერთი, სამმა ადამიანმა გარკვეულწილად გადაარჩინა უფრო თავიანთი რეპუტააცია, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოსი.

ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანი მიყენებაა იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ასეთი დამახინჯებულია და ამ ქვეყანაში აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი, გარდა ერთისა - პრეზიდენტის ინსტიტუტისა. 

ამიტომ მე მინდა გაგამხნევოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმენს დღეს, რომ მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ვიდექი ქუჩაში, ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რადგან დღეს ერთი ქვით მოკლეს (ან სცადეს) ევროპული მომავალი და დემოკრატია, რადგან ქვეყანა, სადაც სხვადასხვა შტოებს შორის არანაირი ბალანსი არ არსებობს, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება.

ეს ,,ოცნების“ მცდელობა,  მაგრამ ,,ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ! ეხლა თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის, ეს მე აღარ მაინტერებს. მე მაინტერესებს სად გამოვადგები ამ ქვეყანას: ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას გვეტყვის ახლო მომავალი. მე მინდა გითხრათ თქვენ, რადგანაც ვიცი და მჯერა, რომ მთელი საზოგადოება გაერთიანებულია ამ ევროპულ გზაზე, ჩვენ, ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები და მომავალი წლის ბოლოს, უკვე შემდეგი ეტაპი. 

გვაქვს წელიწადნახევარი და ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ ასევე, თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ ნუ დაკარგავთ იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად. 

პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან, რომ დავდგე მხარდასაჭერად არავინ არ მჭირდება. ეხლა მინდა ვურჩიო ყველას... მათი გადასაწყვეტია და მე ვერაფერს და ვერავის ვერ ვუკარნახებ, მაგრამ მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ ძლიერი სურათი დადგეს, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. 

შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც სათქმელია, ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობ და ვიცი რომ არსებობს ქვეყანაში! დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე!