საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება
N27/05/01 2022 წლის 27 მაისი ქ.თბილისი
ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
სალომე ჟღენტი - პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი
ალექსანდრე გულუა - პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცედნტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილების უფროსი.
სალომე ზურაბიშვილი